|
2022-09-08 10:15:59, 1169 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ საქმიანობის უფლება შეუზღუდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე შპს „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ კუთვნილ სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე წარუდგინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ არ არის შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. მათ შორის, საწარმო ღამის საათებში ფუნქციონირებდა გაუმართავი ტექნიკური დანადგარების გამოყენებით და არ იცავდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ტემპერატურულ რეჟიმს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები, განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)