04:34 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 14:15:34, 776 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბიძინა  ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. 
პროექტის ფარგლებში, 4 453 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე, ამ დრომდე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად, გზის მოწესრიგება ბარათაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობა გრუნტიან გზაზე გადაადგილდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ასრულებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics