18:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 19:01:06, 1784 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთს არ ესმის მშვიდობის სიტყვები, მაგრამ ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე

რუსეთს არ ესმის მშვიდობის სიტყვები, მაგრამ ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერცერთი კომპანიის რეპუტაცია ვერ გაუძლებს რადიაციულ დაავადებებს.

"რუსეთს არ ესმის მშვიდობის სიტყვები, მაგრამ ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე... 
სიძლიერე ბიზნესშიც უნდა იყოს, განსაკუთრებით ევროპაში. ვერცერთი კომპანიის რეპუტაცია ვერ გაუძლებს რადიაციულ დაავადებებს. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტოთ ურთიერთობა რადიაციულ შანტაჟზე წასულ ქვეყანასთან და ნუ დაელოდებით კატასტროფებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics