|
2022-09-02 17:19:45, 1061 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში ახალი დასასვენებელი სივრცემოეწყობა
საბურთალოს რაიონის გამგეობა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, 1 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)