|
2022-09-02 13:11:01, 1205 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი - საზოგადოებას მივაწვდი იმ ადამიანების სიებს, რომლებიც სუს-ის მიერ იმართებიან და ქოცპარტიით ფინანსდებიან
ქოცპარტიას და რუსულ სუს-ის საბოტაჟს, რომ ხელი შეეშალოს საზოგადოებას მივაწვდი NGO-ების, მედიის და სხვათა სიებს, რომლებიც მათი შავი სალაროდან იმართებიან,- ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს". „ქოცპარტია და სუსი აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში, რომელიც მოცემულია თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების სახით. ისინი იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც კი ანაცვლებენ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ისეთი ენჯეოებით (GONGO) რომლებიც სრულად კონტროლდებიან მათ მიერ. ასე ჩაანაცვლეს ISFED და საია ორი სხვა ორგანიზაციით საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და იგივეს აკეთებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ჩანაცვლებულ ორგანიზაციებს (GONGO) აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება სუსთან თანამშრომლობის, რასაც მე პირადად ვადასტურებ. მხედველობაში მაქვს "მრავალეროვანი საქართველო" და ფუტკარაძის ორგანიზაცია. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ სუსის დირექტივებს, არიან კოორდინაციაში ოფიცრებთან და შესაბამისად იღებენ პარტიის შავი სალაროდან დაფინანსებას ან სხვა პრივილეგიებს მთავრობიდან. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქოცპარტიას და რუსულ სუსს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან. ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს". ვემსახურები საქართველოს!“,- წერს გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)