02:05 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 11:47:36, 1263 ნახვა

მსოფლიო
სანქციების დარღვევის გამო, აშშ რუსულ Lukoil-ს 45 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავს ჩამოართმევს

ამერიკის ტეხასის შტატის სასამართლომ რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია Lukoil- ის კუთვნილი Boeing თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ღირებულება 45 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის  შესახებ  აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

 როგორც ცნობილია, თვითმფრინავმა  აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია.კერძოდ, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს შეზღუდვებს ნებართვის გარეშე თვითმფრინავების ექსპორტზე, გადაყვანასა და გადაადგილებაზე რუსეთში ან მის შიგნით. ლუკოილი აშშ-ს სანქციების ქვეშ 2014 წლიდან იმყოფება.

ცნობისთვის, ამერიკის სასამართლომ   სანქცირებულ რუს ოლიგარქ სულეიმან კერიმოვს 300 მილიონი დოლარის ღირებულების 106 მეტრიანი იახტა Amadea ჩამოართვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics