|
2022-09-02 10:42:15, 903 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია
საქართველოში სამუშო ვიზიტით მყოფმა ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი პროექტ WIZZ GET LOST-ს შეეხო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩამოსული ბლოგერისა და ინფლუენსერის სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი დღევანდელი მონაცემებით, 26 მლნ ნახვას გადასცდა. მონაცემები, ყოველდღიურად მზარდია. „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა არამხოლოდ ახალი მიმართულებების დამატების კუთხით, არამედ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია. ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში აბუ დაბიდან განხორციელებული სპეციალური ჩარტერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ბლოგერები და ინფლუენსერი ჩამოიყვანა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად, იმერეთის ცნობადობის ამაღლებას და პოზიციონირებას ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და მთელი რეგიონისთვის სრულიად ახალია“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი კომპანიასთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო. საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივებსა და 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის მზადებას. ასევე, ავიაკომპანიასთან 10-24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო, ავიაკომპანიის დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების ტექნიკური დეტალები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)