|
2022-09-01 18:26:25, 2515 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი - ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ
რუსეთი ცდილობს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვას უკრაინის ელექტრო ქსელიდან, ის არის უკრაინული ატომური ელექტროსადგური და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უაღრესად მნიშვნელოვანია შესაძლო ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. "უკრაინის მთავრობას სავსებით ლეგიტიმურად სურს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბრუნება რუსული კონტროლიდან. რუსების მიზანი ნათელია. მათ სურთ მისი გათიშვა უკრაინული ქსელიდან და დაკავშირება რუსულ ქსელთან. მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ბ-ნი გრასის და IAEA-ს მიეცეთ უფლება შევიდნენ და ჩაატარონ ინსპექტირება. მე მჯერა, რომ უკრაინელებმა უნდა დააბრუნონ ატომური ელექტროსადგური თავიანთი კონტროლის ქვეშ", - თქვა ჯონსონმა. ცნობისთვის, 4 მარტს რუსმა ჯარებმა აიღეს ენერგოდარი ზაპორიჟიეს რაიონში, ქალაქი, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს და თავად სადგური დაბომბეს. 21 ივლისს ცნობილი გახდა , რომ რუსმა ოკუპანტებმა უკვე განათავსეს სამხედრო ტექნიკა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღი ატომური ელექტროსადგურის ძრავის განყოფილებაში. 3 აგვისტოს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა , რომ ზაპორიჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა მთლიანად დატოვა სააგენტოს კონტროლი და დარღვეულია სადგურზე ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები. 23 აგვისტოს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა , რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში გეგმავდნენ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულებას. 27 აგვისტოს რუსეთმა დაბლოკა გაეროში შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT) გაძლიერებას, რადგან მოსკოვმა გააპროტესტა პუნქტი უკრაინის მიერ ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)