|
2022-09-01 13:11:01, 941 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - ვაპირებთ მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზას, რათა სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა
ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ახლა კი, უწყებას სურს, რომ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. "ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება უკვე კლინიკა ვივა მედში და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. ამდენი ხნის განმავლობაში და ზოგადად ბატონი სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში, მოგეხსენებათ, რომ მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე მე-18 სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე ის იმყოფებოდა გორში, როგორც მოგეხსენებათ,. და შემდგომში, როცა საჭირო გახდა, გადმოყვანილი იყო ვივა მედის კლინიკაში. ანუ, მთელ ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან, მას ეს გაეწია. აი ამას ვაკეთებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც კი ჭირდებოდა სამედიცინო კუთხით, სახელმწიფო ამას აკეთებდა", - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ ხელისუფლების წინადადებას დათანხმდეს და დამოუკიდებელი ექსპერტიზა მათ მიერ დანიშვნულმა მედიკოსებმა ჩაუტარონ.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)