|
2022-09-01 11:10:10, 1410 ნახვა
საზოგადოება
დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი, სხეულის კრიტიკული დამწვრობით, რეანიმაციაშია მოთავსებული
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მკურნალი ექიმის, ქეთევან თარგამაძის განცხადებით, ქალის ტრავმა მიეკუთნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს. "რეანიმაციის განყოფილებში 9 საათზე შემოყვანილია ახალგაზრდა ქალბატონი, სხეულის კრიტიკული დამწვრობით, სასუნთქი გზების თერმული დაზიანებით, გამოხატული დამწრობითი შოკით. მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, ტრავმა მიეკუთნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს",- განაცხადა რეანიმატოლოგმა. შეგახსენებთ, რომ აფეთქება ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დღეს დილით მოცდა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა. გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)