|
2022-08-31 18:31:55, 2423 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია ბათუმის პორტში შემოსულ ტანკერზე - ჩვენი ინფორმაციით ეს არის სანქცირებული „როსტნეფტის“ ტვირთი
ჩვენი ინფორმაციით ეს არის სანქცირებული „როსტნეფტის“ სანქცირებული ტვირთი,- ასე გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ბათუმის გემში შემოსულ გემს. მისი თქმით, არსებობს ამერიკის მიერ საერთაშორისოდ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც ზუსტად აღწერს თუ რა ხარისხის გამჭირვალობა უნდა იყოს ტვირთის გადაზიდვისას, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ გემზე მტოფი ტვირთი არაა სანქცირებული „მინდა გამოვეხმაურო „მთვარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგი საეჭვო ტვირთის შესახებ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. კერძოდ შემოვიდა ტანკერი „ატაკამა“, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე გაჩერდა და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით გავიდა. სამინისტროს განცხადებამ გააჩინა უფრო მეტი კითხვა. პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო ამბოპბს, რომ ეს ტანკერი შემოვიდა იმისთვის, რომ აეღო წყალი და საჭმელი რაც სრული აბსურდია, რადგან ეს ტანკერი მოდის ტუაპსედან და აბუსულუტურად აბსურდია იქიდან მომავალი გემი ბათუმში წყლის და სავების ასაღებად ჩერდებოდეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, განგაშის ატეხვის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო ამ განცხადებაში არ დასახელებს რა ტვირთთან გვოქნდა საქმე. ჩვენი ინფორმაციით ეს არის სანქცირებული „როსტნეფტის“ სანქცირებული ტვირთი - მაზუთი, რაზეც არანაირი განმარტება არ მოგვისმენია. მესამე არსებობს ამერიკის მიერ საერთაშორისოდ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც ზუსტად აღწერს თუ რა ხარისხის გამჭირვალობა უნდა იყოს ტვირთის გადაზიდვისას, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ გემზე მყოფი ტვირთი არაა სანქცირებული. ამ პროტოკოლის მიხედვით, მიუხედავად ჩვენი მიმართვებისა, ხელისუფლებას არ მიუღია არცერთი დადგენილება, რომ რეგულარულ რეჟიმში ვიგებდეთ რა ტვირთი შემოდის საქართელოში. კიდევ ერთი საკითი არის, რომ გემი ისე შემოვიდა, რომ გათიშული ქონდა საინდეფიკაციო სისტემა, რაც ამერიკის ფინანსური დეპარტამენტის შეფასებით, სანქცირებული ტვირთის ქვეყანაში შემოტანის ტექნიკაა, რომ აარიდოს კონრტოლს სანქცირებული ტვირთი. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავცემთ ცვენს უკრაინელ და დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს, არა ის, რომ გემი საჭმლისა და წყლის ასაღებად იყო შემოსული, რაც თვალში ნაცრის შეყრაა, არამედ რეალური განმარტება, რატომ იყო გათიშული საიდენტიფიკაციო სისტემა, რატომ ტანკერი და არის თ არა ეს სანქცირებული „როსტნეფტი“ და რა ტვირთი იდო შიგნით.“,- განაცხადა ხოშტარიამ.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)