02:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 18:13:28, 3554 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში უფრო მეტად უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება.

„ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე“,- წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში 30-31 აგვისტოს ორდღიანი არაფორმალური შეხვედრები მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნების ნაწილი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოითხოვდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics