02:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 16:26:18, 1725 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთის საგარეო - ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ რუსებისთვის სავიზო რეჟიმის სრულ აკრძალვაზე

ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ამარტივებს ვიზების გაცემას, მაგრამ არ იქნება სრული აკრძალვა ვიზების გაცემაზე,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ამასთან, როგორც სიჯარტომ განაცხადა, უნგრეთი, ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ეწინააღმდეგება რუსეთის სავიზო აკრძალვას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს შეაჩეროს რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა გაართულოს მისი მოქალაქეებისთვის ევროპაში გამგზავრება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოსეფ ბორელმა რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ დებატებში საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.

ამასთან,  გერმანიასა და საფრანგეთს არ სურთ რუსებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვის დაწესება, რადგან ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააერთიანოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები პუტინის რეჟიმის გარშემო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics