|
2022-08-31 15:22:14, 1447 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროების გარბენით აღინიშნა
დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა ჯონ მაიკლ ფუჩკომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „დღესვე IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა და კოინები გადაეცა. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)