|
2022-08-31 15:02:02, 1423 ნახვა
პოლიტიკა
„უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია“- პრეზიდენტს დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დაინიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. "საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე",- წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ცნობისთვის, დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მან ყოფილი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)