|
2022-08-31 14:01:44, 1335 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს საიმონ კოვენის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ირლანდიის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. საუბარი შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ ასპირაციას და ამ კუთხით ირლანდიის მხარდაჭერას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ირლანდიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკანონმდებლო დონეზე არსებულ წარმატებულ და მჭიდრო ურთიერთობებს და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ილია დარჩიაშვილმა საიმონ კოვენი საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)