02:05 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 10:36:32, 3340 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა მთლიანად შეაჩერა ევროპისთვის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება

რუსეთმა მთლიანად შეაჩერა ევროპისთვის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება და განაცხადა, რომ შეზღუდა სარემონტო სამუშაოებით არის განპირობებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის "გაზპრომის" განმარტებით, შეზღუდვები Nord Stream 1-ის მილსადენზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რუსეთმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის ექსპორტი მილსადენით.

Nord Stream 1 მილსადენი გადაჭიმულია 1200 კილომეტრზე (745 მილი) ბალტიის ზღვის ქვეშ რუსეთის სანაპიროდან სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიამდე.

ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა - რუსეთის თანახმად, ისევ სარემონტოდ  - და ახლახან ფუნქციონირება მხოლოდ 20% სიმძლავრით გაანახლა "გაუმართავ აღჭურვილობის" გამო. 

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე გაიზარდა 400%-ით.

სამშაბათს, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა გარდამავალმა მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშერმა დაადანაშაულა რუსეთი "გაზის, როგორც ომის იარაღად გამოყენებაში".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics