|
2022-08-30 16:58:24, 1330 ნახვა
საზოგადოება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში სკვერი რეაბილიტირდა
ისნის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში დასასვენებელი და გასართობი სივრცის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე ბავშვთა ატრაქციონები დამონტაჟდა, ფანჩატური, სკამები და ურნები განთავსდა და ახალი LED განათების სისტემა მოეწყო. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაკეთდა გამწვანების თარგები და დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 406 011 ლარით დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათავალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)