|
2022-08-29 17:59:26, 1361 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პურის ფასთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მიზანია, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი და გაზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. „ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ველოდებით, რომ, პირველ ეტაპზე, დაიწყება, ღირებულების ჯაჭვის შესწავლა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით. შემდგომ გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომელი კუთხითაც იქნება მხარდაჭერა საჭირო. კვლევების შედეგების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არის კარგი ტენდენცია როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის ფასების შემცირებისკენ. აგვისტოში, ქვეყანაში, დაახლოებით, 25 000 ტონა ხორბალია შემოსული. შემცირებულია საექსპორტო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს, რომ წისქვილკომბინატებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება პურის ფასზე იქონიებს ზეგავლენას და შემცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)