|
2022-08-29 14:23:39, 1463 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ხანძრებზე - შესაძლოა იყოს გარკვეული დივერსია, ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მიდრეკილებები
არის ვერსიები, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული დივერსიაც. არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ვიცით რა, სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ადგილას გაჩენილ ხანძრებს. მისი თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, რადცგან არაფერია გამორიცხული. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანების დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ვიცით რა, სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს“,- განაცხადა პრემიერმა.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)