|
2022-08-29 13:09:37, 3873 ნახვა
საზოგადოება
მედიკოსთა დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების, 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო. მათივე ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია on-line რეჟიმში, აღნიშნულ ბმულზე – http://onlinereg.moh.gov.ge/login.html რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში მიმდინარეობს, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ). შესაბამისი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი, ასევე შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე. გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე – http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/695/695,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)