|
2022-08-29 11:56:28, 1370 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების სერიას იწყებს
რუსეთი და ჩინეთი ამ კვირაში დაიწყებენ სამხედრო წვრთნების სერიას, რაც მიანიშნებს მოსკოვის პეკინთან კავშირების გაღრმავებაზე, მიუხედავად მისი ომის მზარდი ხარჯებისა უკრაინაში, - ამის შესახებ გამოცემა Financial Time წერს. "ვოსტოკის" წვრთნები, რომელიც სამშაბათს იწყება, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. 2018 წლის ბოლო წვრთნების დროს, მასში მონაწილეობდა 300,000 ჯარისკაცი ჩინეთიდან და მონღოლეთიდან. დასავლელი ოფიციალური პირები და თავდაცვის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წვრთნებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო რესურსი. ამასთანავე, ამტკიცებს, რომ კრემლს აქვს უნარი შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობა სხვა არადასავლურ მოკავშირეებთან, მათ შორის ბელარუსთან და ინდოეთთან, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან. პეკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობა ვოსტოკის წვრთნებში "არ არის კავშირში მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან". იმის გამო, რომ რუსეთის არმიის სამი მეოთხედი, სავარაუდოდ, უკრაინაში იბრძვის, ანალიტიკოსების განმარტებით, წვრთნები ძირითადად "თეატრალური დადგმა" იქნება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)