|
2022-08-27 15:48:20, 3070 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაურია, კანონპროექტს დაჩქარებულის არაფერი ეტყობა
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ვენეციის კომისიის მიერ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მიღებულ დასკვნას ეხმიანება და ამბობს, რომ რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული. მისი თქმით, კანონპროექტს "დაჩქარებულის არაფერი ეტყობა", ვინაიდან სამართებრივი შენიშვნები არავის ჰქონია. "ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული ტვიტერზე და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლოს კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდიანრე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და არანაირი პრინციპული შენიშვნები არ ყოფილა. დაჩქარებულის არაფერი ეტყობა მით უმეტეს, რომ სამართებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს და მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა გადასახედია, თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს",- ამბობს ვოლსკი. ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს შესახებ იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნას აქვეყნებს სადაც ნათქვამია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით შემუშავებას. როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოსაზრება ასკვნის, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველ გადახედვას.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)