06:52 - 26 Jul, 2026
|
2022-08-26 15:02:40, 1546 ნახვა
საზოგადოება
ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის თავდაცვის ატაშე მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის უკვე ყოფილმა თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი ცვლის. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გენერალმა ახალდანიშნულ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)