|
2022-08-26 11:22:44, 1447 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონის“-ს ფარგლებში ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონის“-ს ფარგლებში ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის 2 ცენტრალურ - გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის, სახელმწიფო დაკერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების გარე ფასადების რეაბილიტაცია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, რკინიგზის სადგურის, მელიორაციის, შპს „კასპის კეთილმოწყობას და სხვა შენობების. საფეხმავლოები მოეწყო ახალი ფილებითა და განათების ბოძებით, დამონტაჟდა მოაჯირები. „ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტების და გმირთა მემორიალის მოპირკეთება, კოსტავას ქუჩაზე არსებული კედლის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულების პროცესშია გ. სააკაძის სახელობის სკვერი, სადაც დაირგა უნიკალური ჯიშის ხე - მცენარეები, მოპირკეთდა გ. სააკაძის ძეგლის კვარცხლბეკი, გაიწმინდა ძეგლი, ეწყობა შადრევანი. მიმდინარეობს რკინიგზის გასწვრივ მდებარე სკვერის და მცირე აუზის რეაბილიტაცია. მოსახლეობა მალე განახლებულ სკვერებში შეძლებს დასვენებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)