18:24 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 15:22:49, 1714 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან, დღესაც არაა გვიანი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ISFED დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით, რაც იყო თაღლითობა და რაზეც უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვათ ყველასთვის.

„არ მინახავს ეს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია.

მეორადი შედეგების დათვლა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყოლოდა ჩაღრმავება, უფრო დეტალებში წასვლა, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გვიან, სჭირდება უფრო დეტალებში შესვლა, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს.

მისი თქმით, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics