|
2022-08-24 11:50:17, 1513 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, მაშინ როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ
ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, მაშინ როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ყოველგვარ დათმობებსა და კომპრომისებს გამორიცხავს. „რა არის ჩვეთვის ომი დასასრული? მანამდე ვამბობდით: მშვიდობა, ახლა ვამბობთ: გამარჯვება. უკრაინა ჩვენთის 25-ვე რეგიონია, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე. ჩვენ არ ვიცით ეს სიტყვები, მაგრამ ისინი 24 თებერვალს რაკეტებით განადგურდა. ჩვენ ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ - როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. მთელი უკრაინა", - განაცხადა პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, იმის მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის სხვადასხვა ვითარებაში, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაში აღნიშვნა უწევთ, ყველას ერთად მაინცერთი საერთო მიზანი აქვს - დამოუკიდებლობის შენარჩუნება და უკრაინის გამარჯვება. „ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ვხვდებით. ვიღაც არის სანგრებში,ტანკებში , ზღვაში და ჰაერში. ვიღაც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ფრონტის ხაზზე. ვიღაც არის გზაში, მანქანებში და მატარებლებში. ვიღაც არის სმარტფონზე ან კომპიუტერზე ჩამოკიდებული, რადგან ისნი ასევე იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის - აგროვებს თანხებს, რათა ფრონტის ხაზზე მყოფთათვის რაიმე მისატანი ჰქონდეთ. ჩვენ ვხვდებით ამ დღეს სხვადასხვა ვითარებაში, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაშიც კი, მაგრამ ერთი საერთო მიზანი გვაქვს - დამოუკიდებლობის შენარჩუნება და უკრაინის გამარჯვება!“,- დასძინა ზელენკსიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)