01:20 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 17:51:42, 1280 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - დარია დუგინას სიკვდილი საზიზღარი და სასტიკი დანაშაულია

საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დუგინა პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს და მან დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი.

„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე. ნათელი, ნიჭიერი ადამიანის, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა - კეთილი, მოსიყვარულე და ღია. ჟურნალისტი, სწავლული, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. იგი პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი”,- განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს.

გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.

მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე.

გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო.

ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics