|
2022-08-18 14:22:20, 1125 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას გარდაცვლილის და ავრცელებს. მისი ცნობით, ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედაგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა. "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის. 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს", - წერს ბელა ჯოხაძე. დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს 18 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)