|
2022-08-18 12:36:54, 1012 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ოზურგეთში სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს. ,,ჩაი საქართველოსთვის ტრადიციული კულტურაა და მას განვითრების პოტენციალი აქვს, თუ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 1600 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე ვეხმარებით გადამმუშავებელ სექტორსაც. გურიაში, სოფელ ბახვში გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან; ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ - ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და, ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა. ერთ-ერთი პირველი მეჩაიე ფერმერი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაციის ფორმირება მოახდინა, სოფელ ქვემო ბახვში მცხოვრები დავით თენეიშვილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით თენეიშვილის პლანტაციაში ოვალურზედაპირიანი ჩაის პლანტაციის პრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს გაეცნო. ოთარ შამუგია იაპონური, ჩინური, თურქული და საქჩაიმანქანის მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)