|
2022-08-17 18:11:11, 1239 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარლამენტზე შტურმი სახელმწიფოზე შტურმად შეაფასა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა. „ზუსტად ვიცი, საიდან დაიწყო პოლარიზაცია ამ ქვეყანაში, რა ერქვა მას და ვინ იყვნენ პოლარიზაციის მთავარი აქტორები, ვინ აკავებდა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით - ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. დღეს ამას ჰქვია რადიკალური ოპოზიცია - „ნაცმოძრაობაზე“ ტკიპებივით მიკრული წვრილფეხობა, რომელიც ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს საზოგადოებაში. ამაზე პირდაპირ უნდა ვისაუბროთ, ამიტომ ცოტა ყურისმომჭრელი იყო, როცა ე.წ. გავრილოვის ღამეზე იყო საუბარი. ვინ და ქალბატონმა ელჩმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად „გავრილოვის ღამეს” ასახელებს.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)