06:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 13:27:39, 1097 ნახვა

მსოფლიო
შოლცმა განმარტა, რატომ აგრძელებს პუტინთან კომუნიკაციას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, თუ რას ითხოვს მთელი მსოფლიო მისგან.

 როგორც Dagens Nyheter წერს, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა,რომ პუტინმა შეტყობინებები პირადად უნდა მიიღოს  და უკრაინის წინააღმდეგ ომზე პასუხისმგებლობა პირადად აიღოს.

„ჩემი მკაფიო მესიჯი მას [პუტინს] არის ის, რომ მისი სტრატეგია უკრაინაში არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დროდადრო ცვლის კურსს. მაგრამ პუტინმა უნდა იცოდეს რას ვითხოვთ მისგან. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს,სანამ რუსეთი გონივრული პირობებით არ დადებს მშვიდობის შეთანხმებას, მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ფიქრი დავიწყო,“ - განაცხადა შოლცმა. 

შეგახსენებთ, რომ  ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა შეწყვიტონ პუტინთან საუბარი . მისი აზრით, ასე  რუსი დიქტატორი გრძნობს, რომ ყურადღების ცენტრშია.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრი კრიტიკით ისაუბრა მაკრონის მიმართ, რომელიც კვლავ ცდილობს პუტინთან „დალაპარაკებას“. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიმინალებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ - მას ებრძვიან .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics