01:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 13:04:38, 1114 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“,  ველური ბუნების სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დაგეგემილია კრწანისის ტყეპარკში   არსებული ეკოსისტემის აღდგენა, რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის მოწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის  წევრებმა  პროექტის კონცეფცია, განხორციელებული აქტივობები  და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„პროგრამის  ფარგლებში,  კრწანისის ტყეპარკის შიდა გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა - 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა  150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები;  მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე  „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რაც   ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics