|
2022-08-17 11:58:21, 859 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხი” - ლაშა ნაკაიძესთან, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თანამშრომლობას ვწყვეტთ
„მთავარი არხი" ჟურნალისტ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნაკაიძე სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. განცხადების თანახმად, „მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. „2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას"- აღნიშნულია განცხადებაში ლაშა ნაკაიძე "მთავარ არხზე" დილის გადაცემის წამყვანია. შეგახსენებთ, რომ ნაკაიძე პოლიციამ გუშინ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს - ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)