|
2022-08-17 10:43:49, 867 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯების აიღებისა და აღებულ მასალაზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრო
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კატარღებით ზღვაში შევიდნენ და აღებულ მასალებზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრნენ. „გარემოს დაცვის ჩვენი პოლიტიკა არაერთ მიმართულებას გულისხმობს. ამ მიმართულებათა შორისაა წყლის ხარისხის კვლევები, რომლებიც ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიების გათვალისწინებით ხორციელდება და ჩვენ ამის ტექნიკური შესაძლებლობა უკვე გვაქვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს, დარგის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ხორციელდება კვლევები წყლის ეკოლოგიის, ჰიდრობიოლოგიის, წყლის ბიომრავალფეროვნების, მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულებებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრასტრუქტურის განახლების და გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეც აისახება. ამ ვალდებულებათა შორისაა, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) პრინციპების დანერგვა, რომლის მთავარ მიზანს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ცნობით, შავ ზღვაზე აღებულ სინჯებში მნიშვნელოვანია წყლის სიღრმეში სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრის განსაზღვრა, რასაც სპეციალისტები ბოლო დროს შეძენილი თანამედროვე მულტიპარამეტრული ზონდის დახმარებით ახორციელებენ. აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ისეთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განისაზღვრა, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა, pH, ხსნადი ჟანგბადი, ქლოროფილი, გამჭვირვალობა და სხვა. „მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა სპეციალისტებს ჰქონდეს უფრო ზუსტი ინფორმაცია ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის და ზღვის ბინადრების საარსებო გარემოს შესახებ, რის საფუძველზე შესაძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა, შეფასება და ცვლილებების პროგნოზირება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)