|
2022-08-16 13:57:02, 1068 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო დღე შაორის „ახალგაზრდულ ბანაკში“
რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდულმა ბანაკმა მოსწავლეებისა და სტუდენტების მიღება განაახლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. ჯარისკაცებმა მოზარდებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, საქართველოს ეროვნული გმირების, სამხედრო განათლების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით, ბანაკის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, რომლის გაცნობისა და დათვალიერების საშუალება ყველა მონაწილეს ჰქონდა. „ღონისძიების ფარგლებში „სახალისო შეჯიბრი სამხედრო ელემენტებით“ ჩატარდა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. მოზარდები ერთმანეთს ტვირთვის გადაზიდვაში, საკაცით დაშავებულების გადაადგილება-გადაყვანასა და მოკლე გარბენში შეეჯიბრნენ. სამხედრო დღე შეჯიბრში მონაწილე გამარჯვებული გუნდის გამოვლენით დასრულდა. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და მათი შერჩევა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინაციით ხდება. წელს, ბანაკები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს მასპინძლობენ. პროგრამა საქართველოსა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია სხავდასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. წელს მოზარდებს შაორსა და ანაკლიაში რამდენიმე ნაკადად უმასპინძლებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)