01:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 13:32:17, 1036 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ბასილაია - ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი) გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, ამ ეტაპზე სისტემაში გარკვეული შეფერხება ფიქსირდება, შესაბამისად, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების სისტემური განახლება. განახლების ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის სახელის ახალი სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტის ყველა სერვისზე იმოქმედებს ერთი მომხმარებელი, რაც მოქალაქეებისთვის სერვისების მიღებას გაამარტივებს. ამჟამად, სისტემაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა სრულად აღმოფხვრამდე, პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ამასთან, მერის მოადგილემ მოქალაქეებს მოუწოდა, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ მერიის სპეციალიზებულ ცხელ ხაზს - 1399, სადაც მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას მათ აღმოსაფხვრელად.

მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.

ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics