|
2022-08-13 12:17:34, 1586 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და 2022 წლის რთველის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შეხვედრაზე განვიხილეთ რთველთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენი მთავარი მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების უწყვეტობა, სტაბილური განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერისთვის. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევას მალე შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებას 300-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ხარისხსა და მისი კონტროლის მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის არსებობა, რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობა და სხვა მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ შეიმუშავა, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გასული წლების მსგავსად, რთველი 2022-ის ფარგლებშიც ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, ქალაქ თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)