|
2022-08-11 17:58:30, 1238 ნახვა
მსოფლიო
გერმანია რეზერვის ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებს
გერმანიის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერი 2014-2020 წლებში რუსეთის საგარეო დაზვერვის GRU-სთვის სენსიტიური ინფორმაციის გადაცემისთვის გაასამართლეს. მედიისვ ინფორმაციით, 65 წლის დუსელდორფის მკვიდრს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საბრალდებო დასკვნის თანახმად, პირმა რეზერვის სისტემისა და კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არსებული ინფორმაცია რუსულ სამსახურებს გადასცა. რუსეთის სამსახურების ხელში ასევე აღმოჩნდა 2014 წელს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგებს ყირიმის და ბალტიის ზღვის მილსადენის Nord Stream 2-ის ანექსიის შემდეგ. ასევე მან რუსულ დაზვერვას გაუმხილა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პირადი მონაცემები და წინასწარ გადასცა მოსკოვს ბუნდესვერის 2016 წლის ე.წ. თეთრი წიგნაკი. ამ დოკუმენტში მოცემულია გერმანიის არმიის კონცეფცია. ცნობისთვის, ივნისში, ჰოლანდიის სადაზვერვო სამსახურმა აღმოაჩინა რუსი სამხედრო აგენტი, რომელიც ცდილობდა ყალბი პირადობის გამოყენებას, რათა სტაჟიორად შეაღწია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC), რომელიც უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)