|
2022-08-11 17:11:07, 1123 ნახვა
საზოგადოება
11 აგვისტო სამხედრო მედიცინის დღეა
საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს და სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო. ჰოსპიტალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს. „თანამედროვე ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ისტორია საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების დღიდან იწყება. 1992 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალი გადმოეცა, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ აღინიშნება. 2004 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებში, პირველი სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახური ნატოს სტანდარტების შესაბამის სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფისა და სამედიცინო ევაკუაციის თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველმა სამხედრო ექიმებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო სწავლებების დროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)