|
2022-08-11 11:34:44, 892 ნახვა
მსოფლიო
„ტექნიკის ერთ-ერთი ნაწილი აალდა“ - რამ გამოიწვია აფეთქებები ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე
ღამით, ბელარუსში მდებარე ზიაბროვკას აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა. სამხედრო ობიექტი გომელის რაიონში მდებარეობს. როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აფეთქებების მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ნაწილის აალებაა“. "10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძრავის გამოცვლის შემდეგ ერთ-ერთი ტექნიკის კონტროლისას ძრავი აალდა. პერსონალმა დროულად მიიღო ზომები ცეცხლის ჩასაქრობად. მსხვერპლი არ არის", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, აეროდრომზე აფეთქების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება მოხდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საჰაერო ძალების წვრთნებს ატარებს , მაგრამ უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ზიაბროვკას რაიონში მომხდარს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)