02:04 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 11:23:12, 785 ნახვა

საზოგადოება
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

უწყების ცნობით, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე - ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტომატიზებულ ლაბორატორიაში. 

„რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო  პანდემიის დასაწყისში გაიხსნა. კლინიკამ, ზემო სვანეთიდან, სამეგრელოდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 000-ზე მეტ კოვიდპაციენტს უმკურნალა. ასევე აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში. კლინიკაში არის დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც, რომელიც უახლესი სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და ჰემოდიალიზზე დამოკიდებული ადგილობრივ პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics