|
2022-08-09 11:18:44, 779 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული სივრცე მოეწყო
კომპანიამ ,,სამი ტბა’’ გლემფინგ კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცის მოსაწყობად, 210,000 ლარზე მეტი თანხით ინვესტირება მოახდინა, მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168,000 ლარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტურისტული სივრცე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ, ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო - საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს. გარდა ამისა, სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება. „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)