|
2022-08-09 11:05:17, 726 ნახვა
საზოგადოება
8 აგვისტო კასპის მუნიციპალიტეტში
დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ომის ვეტერანებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს, მამა იოანემ კი მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. კასპის მუნიციპალიტეტის ცნონით, მოგვიამებით სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი, ხოლო სოფელ ბოჟამში მფრინავ ალბერტ ბალხამიშვილის საფლავი გვირგვინებით შეამკეს. „გმირთა გახსენება სოფელ აღაიანის გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც თანამებრძოლებთან ერთად 2008 წლის ომს შეწირული სოსო ბეჟიტაშვილს მიაგეს პატივი. 14 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ასობით დაღუპული და დაჭრილი, ათასობით ადამიანი კი საკუთარი სახლებიდან დევნილებად იქცა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)