|
2022-08-06 12:18:59, 1817 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის ბრძანებით, თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის თქმით, სამხედრო ოოერაციის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საფრთხის აღმოფხვრაა. „ამ ოპერაციის მიზანია ისრაელის მოქალაქეებისა და ღაზას სექტორის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრა“,- განაცხადა პრემიერმა. ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის სარაკეტო გამშვები პოზიცია დაარტყეს და გაანადგურეს ობიექტი, საიდანაც ისრაელის მიმართულებით დღეს 10-მდე რაკეტა გაისროლეს.რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 12 ისლამური ჯიჰადის წევრი. სამიზნე იყო ასევე სამხედრო ბაზები და შენობები, რომლებსაც ოპერატიულად იყენებდნენ. ღაზაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 5 წლის გოგონა და დაშავდა სულ მცირე 55 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის მთავრობა არაა დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, თუმცა გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)