|
2022-08-04 16:07:10, 938 ნახვა
პოლიტიკა
„ეს არის სამარცხვინო ქსენოფობიური კამპანია და მკაცრი პასუხი გვექნება “ - კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების დიდი ნაკადით შემოსვლაზე გაჟღერებული პრეტენზია ქსენოფობიაა, რაზეც "მკაცრი პასუხი" იქნება. მისი თქმით, სავიჟო რეჟიმის მოთხოვნა რუსეთთან "არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება" და სამარცხვინოა. "ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის... ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი" | კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მიზნით შექმნილ პეტიციას ხელი უკვე 10 000-მა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ავტორები ითხოვენ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)