|
2022-08-04 13:59:02, 837 ნახვა
საზოგადოება
უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით, PHR-მა სასამართლოს მიმართა
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ორი უკრაინელი ბავშვისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის პირველ აგვისტომდე 9 წლის ვოლოდიმირი და 10 წლის მიხაილო უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბავშვები დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა. "პირველივე, რაც 10 წლის მიხაილომ გვითხრა, თუ რა სჭირდებოდა იყო - „საჭმელი, წამლები... საცხოვრებელი“. რასაც მოაყოლა, რომ ძალიან უნდოდა სათამაშოები. ორგანიზაცია ითხოვს ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილნი იყვნენ თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით,"- ვკითხულობთ განცხადებაში. პირველი აგვისტოდან #PHR საქმეში ჩაერთო და სამ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.
ფოტოზე: 10 წლის მიხაილოს ნახატი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)