|
2022-08-04 13:13:57, 907 ნახვა
მსოფლიო
ანდრიუშჩენკო - მარიუპოლში მწვავე ინფექცია მძვინვარებს
რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს. მერის თქმით, ოფიციალურად დადასტურდა დაავადების 17 შემთხვევა. ინფექციის გავრცელების მიზეზს კი საკვები წარმოადგენს. „გასულ კვირას გამოკვლეული 23-დან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. უმეტესობა ბავშვია. დამპყრობლების აზრით, გავრცელების მიზეზი - საკვებია",-განაცხადა ანდრიუშჩენკომ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ანდრიუშჩენკომ ეპიდემიის პირველი ეტაპის შესახებ განაცხადა. მისი აზრით, ქალაქს ემუქრებოდა ქოლერა, დიზენტერია ან სხვა ვირუსული ინფექციები. შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ და სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს. მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს მარიუპოლზე კონტროლის დამყარება- ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. პრობლემა შეიქმნა ასევე სასმელ წყალთან დაკავშირებით. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი ფართი ქუჩაში მოეწყო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)