|
2022-08-04 10:11:00, 1793 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის,- აღნიშნულის შესახებ ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. „ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 3 აგვისტოს, დილით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად ბომბავდნენ ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. შედეგად, დაიჭრა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმოვი ანარ რუსტამ ოღლუმი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)