|
2022-08-03 11:55:27, 864 ნახვა
მსოფლიო
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აგრძლებეს - სიაში ალინა კაბაევაც მოხვდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულთა სიაში სამი რუსი ოლიგარქი, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტი შევიდა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებდნენ. გარდა ამისა, სანქციები ასევე შეეხო 24 კომპანიას, რომლებიც თავდაცვის ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებული. დეპარტამენტის ცნობით, აშშ ასევე უწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირსა და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად მოქმედებდნენ. დასანქცირებულ ოლიგარქებს შორის არიან: დიმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევასაც. შეგახსენებთ, რომ აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაბაევას სანქციების დაწესება აშშ-ს მიერ განოხილებოდა. გარდა ამისა, კაბაევას სანქციები მანამდე უკვე დაუწესა ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)